წრის დასახელება: ,,ჩვენ ვსწავლობთ
მათემატიკას“
მასწავლებელი: მარიამ ენუქაშვილი
სკოლა: სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა
კლასი: V კლასი
წრის მოკლე დახასიათება:
თემა: საწრეო მუშაობა როგორც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა
მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ამაღლების ხელშემწყობი.
მიზანი: საწრეო მუშაობა მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი
მუშაობის ამაღლების ხელშემწყოფი პროცესია,მოსწავლეებში ახდენს დაინტერესებას და მოტივაციის
ამაღლებას.სააზროვნო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ანალიტიკური აზროვნების
ჩამოყალიბებას.წრის ჩამოყალიბების მიზანია მოსწავლეთა მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება.
ამიტომ კლასგარეშე მეცადინეობებზე უნდა შესრულდეს როგორც ამოცანები ასევე ტექსტური
სახის დავალებები, რომელიც გარკვეულ აზროვნებას,ამოცანების ამოხსნის გზების ძიებასა
და გადაწყვეტას საჭიროებს.რაც მოსწავლეებს
დაეხმარება გაიუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.
აქტუალურობა:აღნიშნული წრის ფუნქციონირება აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი.შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში.
აქტუალურობა:აღნიშნული წრის ფუნქციონირება აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი.შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში.
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო,რვეული, დაფა, ცარცი,სახაზავი,ფარგალი.
მათემატიკის წრის მოსწავლეთა სია.
1.
ბეგაშვილი გიგა
2.
ბეგაშვილი
ნიკა
3.
ბეგაძე
თაკო
4.
ნიკოლაშვილი
ნია
5.
ტატიაშვილი
ლუკა
6.
ქართლელიშვილი
ივანე
7.
ხაჩიშვილი
ანანო
8.
ჯაჭვაძე
გიორგი
9.
გვარამაძე
ნატალი
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: მეორე სემესტრი 2018-2019სასწ.წ.
მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ პარასკევს.
საწრეო მუშაობის პროგრამა,შეხვედრების განრიგი.
N
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
საათების რაოდენობა
|
1
|
1.02.2019
|
ამოცანები მოძრაობაზე
|
1 სთ
|
2
|
8.02.2019
|
კვადრატი, მართკუთხედი, პერიმეტრი
|
1 სთ
|
3
|
15.02.2019
|
ფართობი
|
1 სთ
|
4
|
22.02.2019
|
პიქტოგრამა-დიაგრამა
|
1 სთ
|
5
|
1.03.2019
|
საკორდინატო ბადე
|
1 სთ
|
6
|
15.03.2019
|
მართკუთხა პარალელეპიპედი ,კუბი
|
1 სთ
|
7
|
22.03.2019
|
რიცხვის გამყოფები და ჯერადები
|
1 სთ
|
8
|
29.03.2019
|
რიცხვის 2-ზე,5-ზე და 10-ზე გაყოფადობის ნიშნები
|
1 სთ
|
9
|
5.04.2019
|
რიცხვის 2-ზე,5-ზე და 10-ზე გაყოფით მიღებული ნაშთის
გამოთვლა
|
1 სთ
|
10
|
12.04.2019
|
წრე და მისი ნაწილები
|
1 სთ
|
11
|
19.04.2019
|
ნაწილი,წილადი
|
1 სთ
|
12
|
3.05.2019
|
წესიერი და არაწესიერი წილადები.შერეული რიცხვი
|
1 სთ
|
13
|
10.05.2019
|
ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება,გამოკლება
|
1 სთ
|
14
15 16 |
17.05.2019
24.05.2019 31.05.2019 |
შერეული რიცხვის არაწესიერ წილადად წარმოდგენა
დამატებითი სავარჯიშოებზე მეცადინეობა. წრის შეჯამება |
1 სთ
1 სთ 1 სთ |
2019 წლის 1 თებერვალს პირველად შეიკრიბნენ მატემატიკის წრის წევრები,გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები,წრე ჩატარდება ყოველ პარასკებს მეექვსე გაკვეთილზე.შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და ის საკითხები რომლებზეც გვექნება მუშაობა.დღევანდელი წრის მუშაობის მიზანი იყო ამოცანების ამოხსნა მოძრაობებზე.
15 თებერვალს შედგა წრის მესამე მეცადინეობა, წრის წევრებმა ივარჯიშეს ფართობის გამოთვლაზე. მათ ხალისით შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო, ივარჯიშეს დაფასთან.
მეოთხე შეხვედრა:22.02.2019
თემა: პიქტოგრამა-დიაგრამა
მიზანი:გავიღრმავოთ ცოდნა ცხრილის,პიქტოგრამის და დიაგრამის წაკითხვასა და შედგენაზე, მონაცემთა შეგროვება- დამუშავება-დახარისხებაზე.
მეხუთე შეხვედრა:1.03.2019
თემა: საკორდინატო ბადე
მიზანი: ვისწავლოთ ორიენტირება ბადეზე კორდინატების გამოყენებით.
მეექვსე შეხვედრა:15.03.2019
თემა: მართკუთხაპარალელეპიპედი,კუბი
მიზანი: გავიღრმავოც ცოდნა,მართკუთხა პარალელეპიპედის და კუბის შესახებ.ვიმუშაოთ შლილებზე.
მეშვიდე შეხვედრა:22.03.2019
თემა: რიცხვის გამყოფები და ჯერადები
მიზანი: გავეცნოთ რიცხვის გამყოფისა და ჯერადის ცნებას.მარტივ და სედგენილ რიცხვებს.
მერვე შეხვედრა:29.03.2019
თემა: რიცხვის 2-ზე,5-ზე,და 10-ზე გაყოფადობის ნიშნები
მიზანი: ვისწავლოთ 2-ის,-ის და 10-ის ჯერადი რიცხვების ამოცნობა. შეიძლება თუ არა,რიცხვის ჩანაწერის ბოლო ციფრის მიხედვით გავარკვიოთ იყოფა თუ არა ეს რიცხვი 2-ზე? 5-ზე? 10-ზე?
მეცხრე შეხვედრა:5.04.2019
თემა: რიცხვის 2-ზე,5-ზე,და 10-ზე გაყოფით მიღებული ნაშთის გამოთვლა
მიზანი: ვისწავლოთ რიცხვის 2-ზე,5-ზე და 10-ზე გაყოფით მიღებული ნაშთის გამოთვლა რიცხვის ჩანაწერის მიხედვით.
მეათე შეხვედრა:12.04.2019
თემა: წრე და მისი ნაწილები
მიზანი: გავეცნოთ წრეს და მის ნაწილებს.წრეწირი შეკრული წირია, მისი ყოველი წერტილი თანაბრადაა დაშორებული ერთ-ერთი წერტილიდან--- წრეწირის წერტილიდან.
მეთერთმეტე შეხვედრა:19.04.2019
თემა: ნაწილი,წილადი
მიზანი: ვისწავლოთ ა.ფიგურის ნაწილების ამოცნობა,დასახელებაჩაწერა და გამოთვლა.
ბ.მარტივი ამოცანების ამოხსნა ნაწილებზე.გავეცნოთ წილადს,ვისწავლოთ მისი ჩაწერა , წაკითხვა და მოდელზე ჩვენება.
მეთორმეტე შეხვედრა:3.05.2019
თემა: წესიერი და არაწესიერი წილადები.შერეული რიცხვი
მიზანი: გავეცნოთ წესიერ და არაწესიერ წილადებს,შერეულ რიცხვებს.ვისწავლოთ არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით.შევძლოთ წილადის 1-თან შედარება.
მეცამეტე შეხვედრა:10.05.2019
თემა: ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება, გამოკლება
მიზანი: შევძლოთ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება და გამოყენება გამოთვლების დროს.
ვისწავლოთ როგორ ხდება ტოლმნიშვნელიანი წილადების გამოკლება.შევძლოთ წილადის 1-მდე დამატების მოძებნა
მეთოთხმეტე შეხვედრა:17.05.2019
თემა: შერეული რიცხვის არაწესიერ წილადად წარმოდგენა.
მიზანი: ვისწავლოთ შერეული რიცხვის წილადის სახიტ წარმოდგენა.
მეთხუთმეტე შეხვედრა.24.05.2019
მეთექვსმეტე შეხვედრა:31.05.2019
თემა:წრის შეჯამება
საწრეო მუშაობის
რეფლექსია მათემატიკაში
მე-5 კლასი
2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შევიმუშავე
საწრეო მუშაობის გეგმა მათემატიკაში. სახელწოდებით „ჩვენ ვსწავლობთ მათემატიკას“
წრეში გავაერთიანე მე-5 კლასის მოსწავლეები. ისინი
ჩართულნი იყვნენ საწრეო მუშაობაში ,მე-5 კლასში შესწავლილი მასალის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
ყოველ მეცადინეობაზე მოსწავლეები რჩებოდნენ დიდი ენთუზიაზმით, გაცდენების გარეშე (
თუ არ ჩავთვლით საპატიო მიზეზებს), მოჰქონდათ მეცადინეობაზე მათთვის გაუგებარი მაგალითები,
რამაც მოსწავლეები გახადა უფრო მოტივირულები.გაიზარდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები
მათემატიკაში.
წრეობრივი მუშაობა დასახული გეგმის მიხედვით
მიმდინარეობდა,ყოველ პარასკევს მეექვსე გაკვეთილზე.თითოეული აქტივობა იყო გეგმის შესაბამისი.
წრეობრივმა მუშაობამ მათემატიკა გახადა გაცილებით
ეფექტური, რადგან ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთ გაგება, მუშაობის დროს იკვეთებოდა
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ურთიერთობები,სადაც შენარჩუნდა ერთიანობა და პარტნიორული
კავშირები.მუშაობის პროცესში იკვეთებოდნენ ლიდერები.
სემესტრის მანძილზე მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული
მასალისა და ხერხების დაუფლება. ხსნიდნენ მაგალითებს, მუშაობდნენ ჯგუფებში, წყვილებში,
ინდივიდუალურად, აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.განსაკუთრებით აღვნიშნავდი
ჯგუფურ მუშაობას,როდესაც ვიხილავდით პრობლემაზე დაფუძნებულ ამოცანებს,სადაც აქტიურად
მიმდინარეობდა აზრების გაცვლა.
წრეში გაერთიანებული მოსწავლეებისათვის დადებითი
იყო ის,რომ მათ საშუალება მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა მათემატიკაში,ასევე მათ განუმტკიცდათ
შემოქმედებითი, კვლევა-ძიების,კომუნიკაციის,თანამშრომლობის,თვითგამოხატვის
უნარი.მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნიჭი მეტად წარმოეჩინათ,რამაც იმოქმედა
მათ თვითრწმენაზე,ამაღლდა მათი შეხედულება საკუთარ თავზე და გაუჩნდათ შემოქმედებითი
სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობა.მოსწავლეებს გაუღვივდათ საგნისადმი ინტერესი, ამაღლდა
საგნის სწავლების დონე.
მასალის უკეთ ასათვისებლად ვაპირებ გამოვიყენო
კომპიუტერული ტექნოლოგიები და უფრო მეტი სასწავლო რესურსი,რაც მოსწავლეებისთვის მეტად
სასიამოვნო და სახალისო იქნება.ვფიქრობ, ჩემ მიერ ჩატარებული წრის სამუშაოები შედეგს
გამოიღებს.
წრის ხელმძღვანელი: მარიამ ენუქაშვილი