საწრეო მუშაობა
ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
წრის დასახელება: ,,მოგზაურობა
ისტ-ის სამყაროში“
სკოლა: სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი:
VI კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: მარიამ ენუქაშვილი
საწრეო მუშაობის მიზანი:
1.
მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება;
2.
შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება;
3.
ისტ-ის გამოყენების დადებითი მხარეების გააზრება ადამიანის
საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში,
ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში;
4.
საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა
და უკუკავშირის მიღების მიზნით.
აქტუალურობა:აღნიშნული წრის ფუნქციონირება აქტუალურია, რადგან მოსწავლეებს განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი,შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლო რესურსად გამოვიყენებ კომპიუტერებს,
სადაც ვნახავთ სხვადასხვა საგანმანათლებლო საიტს და მოვძებნით ჩვენთვის სასურველ ინფორმაციასა
თუ ფოტო მასალას, ასევე ენციკლოპედიებსა და სხვა წიგნებს.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: II სემესტრი 2018-2019 სასწ.წელი. მეცადინეობა
ტარდება კვირაში ერთხელ ოთხშაბათს.
საწრეო მუშაობის პროგრამა
N
|
თარიღი
|
თემის დასახელება
|
საათების რაოდენობა
|
1.
2.
3.
4.
|
6.02.2019
13.02.2019
20.02.2019
27.02.2019
|
თემა
1
მსოფლიოს საოცრებები
მოვიძიებთ ინფორმაციას მსოფლიოს საოცრებების შესახებ,
თემის ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას.
|
4 სთ
|
5.
6.
7.
|
6.03.2019
20.03.2019
27.03.2019
|
თემა
2
ყველაზე... ყველაზე...
ამ თემაში მოვიძიებთ ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან
ადგილებზე, როგორებიცაა მაგ. ზღვები, მდინარეები, მუზეუმები, ქვეყნები და სხვა. და
მივუთითებთ თუ რატომაა სხვებისგან განსხვავებული და რატომ თვლიან რომ ის არის საუკეთესოებში
საუკეთესო.
ბოლო შეხვედრაზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას.
|
3 სთ
|
8.
9.
10.
11.
|
3.04.2019
10.04.2019
17.04.2019
24.04.2019
|
თემა
3
საქართველოს კუთხეები
ეს თემა მოიცავს საქართველოს კუთხეებს და მათ თავისებურებებს;
ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციებსა და განსხვავებულ ადათ-წესებს, მოვიძიებთ ინფორმაციას და თემის ბოლო შეხვედრაზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას.
|
4 სთ
|
12.
13.
14.
|
1.05.2019
8.05.2019
15.05.2019
|
თემა
4
კომპიუტერის შექმნის და განვითარების
ისტორია
ეს თემა მოიცავს თუ
როგორ შეიქმნა საანგარიშო,გამომთვლელი მანქანა
და ეს ყველაფერი როგორ გადაიქცა პერსონალურ კომპიუტერად.თემის
ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას.
|
3 სთ
|
წრეში გაერთიანებული მოსწავლეების სია:
1. ბარბაქაძე
მარიამი
2. კობიაშვილი
ნიკა
3. მაისურაძე
მალხაზი
4. სირბილაშვილი
ლუკა
5. ღონღაძე
დაჩი
6. ყაჭიური
აკაკი
7. ყოჩიშვილი
ნიკა
8. ცისკარაშვილი
ნიკა
13 თებერვალს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა,მოიძიეს ინფორმაცია საოცრებების შესახებ
27თებერვალს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა ,მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მსოფლიოს საოცრებების შესახებ
No comments:
Post a Comment