Thursday, January 31, 2019

საწრეო მუშაობა მათემატიკაში


წრის დასახელება:             ,,ჩვენ და მათემატიკა“
მასწავლებელი: მარიამ ენუქაშვილი
სკოლა: სსიპ ურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის  საჯარო სკოლა
კლასი:VIII კლასი
წრის მოკლე დახასიათება.
თემა:საწრეო მუშაობა,როგორც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ამალების ხელშემწყობი.
მიზანი:წრის მიზანია,მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაღრმავება და კვლევითი უნარების განვითარება. საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, სავარჯიშოებს,დამხმარე მასალას ამოცანებს და თავსატეხებს.ყურადღებას გავამახვილებ მათემატიკური უნარ-ჩვვების (მსჯელობა,კმუნიკაცია,ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე.
მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეტილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავებასა და განმტკიცებაზე.რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები. მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან აქტივობებს,მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ გამოვიდეს.
აქტუალურობა:აღნიშნული წრის ფუნქციონირება აქტუალურია,რადგან მოსწავლეებს განუვითარდებათ ტრანსფერის უნარი,შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში.
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო,რვეული,ცარცი,დაფა,თვალსაჩინოებები.
მათემატიკის წრის მონაწილეთა სია:
1.      ბეზარაშვილი თათია
2.      თოდაშვილი მარიამი
3.      გრიგოლაშვილი ნინო
4.      კობიაშვილი ანი
5.      კომლაძე ნინო
6.      მახმადაშვილი ლიკა
7.      სხირტლაძე ანი
8.      ყაჭიური მაკა
9.      შაქარაშვილი თენგო
10.  ძულიაშვილი ანი

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: მეორე სემესტრი 2018-2019სასწ.წ.
            (მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ ორშაბათს)
საწრეო მუშაობის პროგრამა,შეხვედრების განრიგი.
N
თარიღი
                          თემის დასახელება
საათების რაოდენობა




1
4.02.2019
რაციონალური რიცხვები
1სთ
2
11.02.2019
კვადრატული ფესვი
1სთ
3
18.02.2019
პითაგორას თეორემა
1სთ
4
25.02.2019
კვადრატული ფესვების გამრავლება გაყოფა
1სთ
5
4.03.2019
კვადრატული ფესვი ხარისხიდან
1სთ
6
18.03.2019
ფუნქციის გრაფიკი
1სთ
7
25.03.2019
წრფივი ფუნქცია
1სთ
8
1.04.2019
ორუცნობიანი განტოლებათა სისტემა
1სთ
9
8.04.2019
მრავალკუთხედები
1სთ
10
15.04.2019
პარალელოგრამის ფართობი
1სთ
11
22.04.2019
სამკუთხედის ფართობი
1სთ
12
6.05.2019
ტრაპეციის ფართობი
1სთ
13
13.05.2019
წრეწირში ჩახაზული ოთკუთხედი
1სთ
14
15
16
20.05.2019
27.05.2019
3.06.2019
სამკუთხედის ბისექტრისის თვისება
ალბათობის თეორიის ელემენტები
წრის შეჯამება
1სთ
1 სთ
1 სთ

2019 წლის 4 თებერვალს  პირველად შეიკრიბნენ მატემატიკის წრის  წევრები,გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები,წრე ჩატარდება ყოველ ორშაბათს მეშვიდე გაკვეთილზე.შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და ის საკითხები რომლებზეც გვექნება მუშაობა.დღევანდელი წრის მუშაობის მიზანი იყო რაციონალური რიცხვებზე მუშაობა.


11 თებერვალს მეორედ ჩატარდა წრის მეცადინეობა. თემაზე: კვადრატული ფესვი და მისი თვისებები.
მესამე შეხვედრა:18.02.2019
თემა:        პითაგორას თეორემა
მიზანი:    მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხა სამკუთხედში მესამე გვერდის გაგება                             როცა იციან ორი გვერდი.


მეოთხე შეხვედრა:25.02.2019
თემა:         კვადრატული ფესვების გამრავლება გაყოფა.
მიზანი:    რადიკალის შემცველი გამოსახულებანი გავამარტივოთ მასში შემავალი                                 ცვლადების არაუართყოფითი მნიშვნელობებისათვის.


მეხუთე  შეხვედრა:4.03.2019
თემა:      კვადრატული ფესვი ხარისხიდან
მიზანი:მოსწავლეებს უნდა შეეძლოს ხარისხიდან კვადრატული ფესვის ამოღება,                               მოდულის ნიშნის სწორად გამოყენება და მისი ამოხსნა.

მეექვსე შეხვედრა: 18.03.2019
თემა:          ფუნქციის გრაფიკი
მიზანი:     მოსწავლეებს უმუშავდებათ ჩვევა-წერტილების საშუალებით ააგონ                                        მოცემული     ფუნქციის გრაფიკი.უნდა ესმოდეთ,რომ გრაფიკზე ყოველი                               წერტილის კორდინატები აკმაყოფილებენ ფუნქციის განტოლებას.



მეშვიდე შეხვედრა:25.03.2019
თემა:        წრფივი ფუნქცია
მიზანი:   უნდა შეძლონ საკორდინატო სიბრტყეზე მოცემული წირებიდან ამოიცნონ,თუ                     რომელია რაიმე ფუნქციის გრაფიკი და რომელი არა.


მერვე შეხვედრა:1.04.2019
თემა:       ორუცნობიანი განტოლებათა სისტემა
მიზანი:   მოსწავლეს უნდა შეეძლოს ორუცნობიანი წრფივ განტოლებათა სისტემის                             ამოუხსნელად დაადგინოს,თუ რამდენი ამონახსენი აქვს სისტემას.უნდა                               იცოდეს,რომ განტოლებათა სისტემის გრაფიკული ამოხსნა გვაძლევს მის                               მიახლოებით ამონახსნებს.



მეცხრე შეხვედრა:8.04.2019
თემა:        მრავალკუთხედები
მიზანი:    მოსწავლეს უნდა შეეძლოს მრავალკუთხედის კუთხეების გვერდებისა და                              დიაგონალების დასახელება. უნდა იცოდეს რამდენი დიაგონალი გაივლება                          მრავალკუთხედის ერთი წვეროდან რამდენი დიაგონალი აქვს n-კითხედს.

მეათე შეხვედრა:15.04.2019
თემა:      პარალელოგრამის ფართობი
მიზანი:  მოსწავლეებმა იცოდნენ,რომ მოცემული პარალელოგრამისთვის გვერდისა და                       ამ    გვერდზე დაშვებული სიმარლის ნამრავლი მუდმივი სიდიდეა.



მეთერთმეტე შეხვედრა:22.04.2019
თემა:    სამკუთხედის ფართობი
მიზანი: მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა                                  .პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ                                  ფიგურამდე შევსების ხერხით.



მეთორმეტე შეხვედრა:6.0.2019
თემა:        ტრაპეციის ფართობი
მიზანი:     მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ,რომ ფუძეების და  სიმაღლის საშუალებით                              შეიძლება გავიგოთ ტრაპეციის ფართობი.


მეცამეტე შეხვედრა:13.05.2019
თემა:             წრეწირში ჩახაზული ოთკუთხედი
მიზანი:        ოთხკუთხედზე შემოხაზულია წრეწირი,თუ ოთხკუთხედის ოთხივე წვერო                           წრეწირზე მდებარეობს.წრეწირში ჩახაზულიოთხკუთხედის მოპირდაპირე                           კუთხეების ჯამი 180 გრადუსია.





მეთოთხმეტე შეხვედრა:20.05.2019
თემა:              სამკუთხედის ბისექტრისის თვისება
მიზანი:          მოსწავლეები გაეცნობიან სამკუთხედის ბისექტრისის თვისებას.შეძლებენ                           ამ    თვისების გამოყენებას გამოთვლითი ტიპის და აგების ამოცანებში.







                 საწრეო  მუშაობის რეფლექსია მათემატიკაში
                                                 მე-8 კლასი
    2018-2019 სასწავლო წლის  II სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე, სახელწოდებით „ჩვენ და მათემატიკა“ მასში გავაერთიანე მე-8 კლასის მოსწავლეები.წრის მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ,ორშაბათს,მე-7 გაკვეთილზე.
   საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით.ამიტომ საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაქებდი მოსწავლეებს,ვარწმუნებდი,რომ შეძლებდნენ პრობლემის გადაჭრას.თავად პოულობდნენ დაშვებულ შეცდომებს და მსჯელობის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
    საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პოგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას,არგუმენტირებული მსჯელობის, შეფასების თუ სხვა უნარჩვევების გამომუშავებას.
    შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი,საინტერესო და კეთილგანწყობილი.ჩემ მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
  მუშაობა წარიმართა გეგმის მიხედვით, პროგრამის მოდიფიცირება საჭირო არ გახდა.
  გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს და მშობლებს მოსწონთ საწრეო მუშაობა.

  სამომავლოდ წრეობრივ მუშაობას უფრო ეფექტურს გავხდი ბავშვებისთვის,რადგან მიზნის  მიღწევისთვის დამეხმარება ჩემი სამუშაო გამოცდილება.


წრის ხელმძღვანელი: მარიამ ენუქაშვილი











No comments:

Post a Comment